სამეცნიერო საბჭოს სხდომა

30 ივნისს თბიილისის სასულიერო აკადემიაში შედგა სამეცნიერო საბჭოს მიმდინარე სასწავლო წლის შემაჯამებელი სხდომა. დღის წესრიგში განსახილველი იყო შემდეგი საკითხები:
1. 2016-2017 სასწავლო წლის მეორე სემესტრის შედეგები – მომხსენებლები: პრორექტორი, დეკანოზი ბესარიონ ცინცაძე, ფაკულტეტთა დეკანები;
2. 2017-2018 სასწავლო წლის მისაღები გამოცდებისათვის მზადება – მომხსენებელი : პრორექტორი, დეკანოზი ბესარიონ ცინცაძე;
3. დოქტორანტების სწავლებასა და შეფასებასთან დაკავშირებული საკითხები – მომხსენებელი: დეკანოზი ბიძინა გუნია;
4. საზღვარგარეთის მართლმადიდებელ სასულიერო სასწავლებლებთან ურთიერთობის საკითხები – მომხსენებელი ლალი ხუჭუა;
5. ბიბლეისტიკის კათედრის გამგის, დეკანოზ გიორგი გუგუშვილის მოხსენება წმინდა წერილის სწავლებასთან დაკავშირებით;
6. მოხსენებანი ძველი ქართული ენისა და ახალი ქართული ენის სწავლებასთან დაკავშირებით – მომხსენებლები: აკადემიკოსი ავთანდილ არაბული და ქართული ენისა და ლიტერატურის კათედრის გამგის თანაშემწე ხათუნა მემანიშვილი;
7. სხვადასხვა

ქალბატონმა ლალიმ აღნიშნა, რომ თბილისის საულიერო აკადემიასა და სემინარიას დამყარებული აქვს კავშირები საზღვარგარეთის სხვადასხვა მართლმადიდებლურ სასწავლებელთან.

ჩვენი აკადემია მიესალმება სტუდენტების მონაწილეობას გაცვლით პროგრამებში, გარდა ამისა, ჩვენს სტუდენტებსა და კურსდამთავრებულებს ვაგზავნით სწავლის გასაგრძელებლად უცხოეთის სასწავლებლებში. ამჟამად თბილისის სასულიერო აკადემიის კურსდამთავრებული ნოდარ ბარათაშვილი სწავლის გასაგრძელებლად გაემგზავრა შვეიცარიაში, შამბეზის უნივერსიტეტის საღვთისმეტყველო ფაკულტეტზე.
განსაკუთრებული სიხარულით აღვნიშნავთ ალექსანდრე ნაკაიძის წარმატებასაც, იგი ჩვენმა აკადემიამ მიავლინა მოსკოვის სასულიერო აკადემიაში 2014 წელს. მან ყველა საგანსა და სადიპლომო ნამუშევარში უმაღლესი შეფასება დაიმსახურა, და ამჟამად შესთავაზეს სწავლის გაგრძელება ასპირანტურაში. თბილისის სასულიერო აკადემია მზადაა მისთვის რეკომენდაციის გასაგზავნად.

July 4, 2017

0 Responses on სამეცნიერო საბჭოს სხდომა"

Leave a Message

Your email address will not be published. Required fields are marked *

You may use these HTML tags and attributes: <a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <strike> <strong>