დიპლომების დაცვა თბილისის სასულიერო აკადემიაში

28 და 29 ივნისს თბილისის სასულიერო აკადემიაში ჩატარდა დიპლომების დაცვა. თითო დღეს თითო დიპლომანტმა წარმოადგინა ნამუშევარი. პირველი დიპლომანტის, დეკანოზ გურამ ჭარელაშვილის ნაშრომის სახელწოდებაა “ლიტია-ლიტანია.” დიპლომის ხელმძღვანელია მამა დემეტრე დავითაშვილი, რეცენზენტი – დეკანოზი ალექსი ქშუტაშვილი.

29 ივნისს აკადემია-სემინარიის პედაგოგთა და თანამშრომელთა წინაშე წარდგა დიპლომანტი ლაშა ტყებუჩავა ნაშრომით: “წმინდა იოანე ოქროპირის, ევსები ალექსანდრიელისა და წმინდა პროკლე კონსტანტინოპოლელის ნათლისღების ჰომილიათა ქართული თარგმანები.” დიპლომის ხელმძღვანელია პროფესორი მაია რაფავა, რეცენზენტი – ირაკლი ორჟონია.
დიპლომანტთა გამოსვლის შემდეგ ისაუბრეს ხელმძღვანელებმა, მათ მაღალი შეფასება მისცეს ნამუშევრებს. ასევე, საუკეთესო შეფასებები დაიმსახურეს ნაშრომებმა რეცენზენტების მხრიდანაც. დიპლომების დაცვისას დაისვა შეკითხვები, რაზეც ამომწურავი პასუხები იყო გაცემული. დამსწრე საზოგადოებამ საგანგებოდ აღნიშნა ნამუშევართა მაღალი მეცნიერული ღირებულება, გადაწყდა ორივე ნაშრომის პუბლიკაციის მომზადება. ორივე სადიპლომო ნამუშევარმა უმაღლესი შეფასება დაიმსახურა.

თბილისის სასულიერო აკადემია ულოცავს დეკანოზ გურამ ჭარელაშვილსა და ლაშა ტყებუჩავას აკადემიის წარმატებით დასრულებას და უსურვებს მათ შემდგომ წარმატებებს.

June 30, 2017

0 Responses on დიპლომების დაცვა თბილისის სასულიერო აკადემიაში"

Leave a Message

Your email address will not be published. Required fields are marked *

You may use these HTML tags and attributes: <a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <strike> <strong>