სტუმრები ეროვნული თავდაცვის აკადემიიდან

თბილისის სასულიერო აკადემიასა და დავით აღმაშენებლის სახელობის ეროვნული თავდაცვის აკადემიას შორის მიმდინარე წლის 1 ივნისს გაფორმდა მემორანდუმი ურთიერთთანამშრომლობის შესახებ. ამ მემორანდუმის ფარგლებში 29 ივნისს თბილისის სასულიერო აკადემიასა და სემინარიას სტუმრობდნენ თავდაცვის აკადემიის წარმომადგენლები. ეს იყო ორი სასწავლებლის თანამშრომელთა პირველი სამუშაო შეხვედრა, რასაც, ძირითადად, გაცნობითი ხასიათი ჰქონდა. სამუშაო ჯგუფის წევრებმა ისაუბრეს თანამშრომლობის კონკრეტული სამოქმედო გეგმის შესახებ. თავდაცვის აკადემიას ექვსი სტუმარი წარმოადგენდა, ესენი გახლდნენ: ვიცე-პოლკოვნიკი ზურა მჭედლშვილი – ეროვნული თავდაცვის აკადემიის სასწავლო სამსახურის უფროსი;. მაიორი გიორგი სხირტლაძე – ეროვნული თავდაცვის აკადემიის სასწავლო სამსახურის უფროსი ოფიცერი; მაიორი გიორგი ვანიშვილი – ეროვნლი თავდაცვის აკადემიის სასწავლო სამსახურის უფროსი ოფიცერი; უფროსი ლეიტენანტი გიორგი გურეშიძე – ეროვნული თავდაცვის აკადემიის სასწავლო ბატალიონის იუნკერთა მე-3 კურსის უფროსის მოადგილე; კაპელანი, მღვდელი დავით ლონდარიძე – სამხედრო აკადემიის მოძღვარი; კაპელანი, მღვდელი თადეოზ ქებაძე.

თბილისის სასულიერო აკადემიასა და სემინარიაში თავდაცვის კადემიასთან თანამშრომლობის მიზნით შექმნილია სამუშაო ჯგუფი. 29 ივნისის შეხვედრას ამ ჯგუფის წევრთაგან ესწრებოდნენ: დეკანოზი ბესარიონ ცინცაძე – პრორექტორი სასწავლო დარგში; დეკანოზი შალვა კეკელია – სასულიერო აკადემიის მოძღვარი; არქიმანდრიტი სერაფიმე ჭედია – სასულიერო აკადემიის მოძღვარი; ლეილა გეგუჩაძე – სასულიერო აკადემიის სწავლული მდივანი; რუსუდან ვაშალომიძე – საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსის მოვალეობის შემსრულებელი; მანგია არაბული – რეესტრის წარმოების განყოფილების სპეციალისტი; ნინო შეყილაძე – იურიდიული სამსახურის უფროსი; ლალი ხუჭუა – რექტორის თანაშემწე საზღვარგარეთის მართლმადიდებელ სასწავლებლებთან ურთიერთობის საკითხებში.
შემდგომი სამუშაო შეხვედრა უახლოეს მომავალში იგეგმება.

June 30, 2017

0 Responses on სტუმრები ეროვნული თავდაცვის აკადემიიდან"

Leave a Message

Your email address will not be published. Required fields are marked *

You may use these HTML tags and attributes: <a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <strike> <strong>