სასულიერო აკადემია და სემინარია 2017_2018 წლისთვის აცხადებს მიღებას სადოქტორო საგანმანათლებლო პროგრამებზე

ა(ა)იპAსაქართველოს სამოციქულო ავტოკეფალიური მართლმადიდებელი ეკლესიის თბილისის სასულიერო აკადემია და სემინარია 2017_2018 წლისთვის აცხადებს მიღებას დოქტორანტურაში შემდეგ სადოქტორო საგანმანათლებლო პროგრამებზე:

  •    ბიბლეისტიკა

    მოდული ) ახალი აღთქმაპროგრამის ხელმძღვანელი: თეოლოგიის დოქტორი,   ისტორიის დოქტორი, პროფესორი, დეკანოზი გიორგი გუგუშვილი.

  • ლიტურგიკა -  პროგრამის ხელმძღვანელი: თეოლოგიის დოქტორი, პროფესორი, არქიდიაკონი დემეტრე (დავითაშვილი).
  • კანონიკური სამართალიპროგრამის ხელმძღვანელი: თეოლოგიის დოქტორი, პროფესორი გიორგი ანდრიაძე.
  • ეკლესიის ისტორია

მოდული )Pსაქართველოს სამოციქულო ეკლესიის ისტორია – პროგრამის ხელმძღვანელი: თეოლოგიის დოქტორი, ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი სერგო ვარდოსანიძე.

დოქტორანტურაში სწავლის უფლება აქვს მართლმადიდებლური თეოლოგიის მაგისტრის  ხარისხის მქონე პირს. დოქტორანტურაში სწავლის ხანგრძლივობა 3 წელია. სწავლება უფასოა.

დოქტორანტურაში ჩარიცხვის მსურველს რექტორის სახელზე შეაქვს განცხადება, რომელშიც მითითებული უნდა იყოს შესაბამისი სადოქტორო საგანმანათლებლო პროგრამა.

 

განცხადებას თან უნდა დაერთოს:

  1. მონაცემები განათლებისა და შრომითი საქმიანობის შესახებ (CV);
  2. პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი;
  3. თეოლოგიის მაგისტრის აკადემიური ხარისხის დამადასტურებელი დიპლომისა და დიპლომის დანართის სანოტარო წესით დამოწმებული ასლი;
  4. მოძღვრის რეკომენდაცია;
  5. შესაბამისი სადოქტორო საგანმანათლებლო პროგრამის ხელმძღვანელის შუამდგომლობა და მისი რეცენზია დოქტორანტის მიერ წარმოდგენილ რეფერატზე ან გამოქვეყნებულ ნაშრომზე;
  6. დოქტორანტობის კანდიდატის საბუთების მიღების საკითხს წყვეტს თსას-ის სამეცნიერო საბჭო;
  1. 2 ფოტოსურათი (3×4) დისკთან ერთად;

გამოცდები ჩატარდება შემდეგ საგნებში:

  1. 1. ბიბლეისტიკის სადოქტორო საგანმანათლებლო პროგრამა:

ა) ძველი აღთმა (ზეპირი);

ბ) ახალი აღთქმა (ზეპირი);

გ) ძველი ბერძნული ენა (წერითი).

 

  1. ლიტურგიკის სადოქტორო საგანმანათლებლო პროგრამა:

ა) ლიტურგიკა (ზეპირი);

ბ) ძველი ბერძნული ენა (წერითი).

 

  1. კანონიკური სამართლის სადოქტორო საგანმანათლებლო პროგრამა:

ა) საეკლესიო (კანონიკური) სამართალი (ზეპირი);

ბ) ძველი ბერძნული ენა (წერითი).

 

  1. საქართველოს სამოციქულო ეკლესიის ისტორიის სადოქტორო საგანმანათლებლო პროგრამა:

ა) ეკლესიის ისტორია (ზეპირი);

ბ) საქართველოს სამოციქულო ეკლესიის  ისტორია (ზეპირი);

გ) ძველი ბერძნული ენა (წერითი).

 

ყველა სადოქტორო საგანმანათლებლო პროგრამაზე დოქტორანტურაში ჩარიცხვის  მსურველები გამოცდას აბარებენ ერთ-ერთ ევროპულ ენაში (ინგლისური, გერმანული, ფრანგული, ახალი ბერძნული, რუსული და სხვა). უცხო ენის გამოცდისაგან თავისუფლდებიან B2 დონის დამადასტურებელი დიპლომის  ან სერთიფიკატის მქონე პირები.

საბუთები მიიღება 2017 წლის 4 სექტემბრიდან 15 სექტემბრის ჩათვლით, 10 სთ-დან 15 სთ-მდე, თბილისის სასულიერო აკადემიისა და სემინარიის დოქტორანტურაში

 

 

გამოცდები ჩატარდება:

ძველი ბერძნული ენა _ 18 სექტემბერი,

ძველი აღთქმა და ახალი აღთქმა  _ 20   სექტემბერი,

ლიტურგიკა  _ 20   სექტემბერი,

საეკლესიო (კანონიკური) სამართალი  _ 20 სექტემბერი,

ეკლესიის ისტორია და საქართველოს სამოციქულო ეკლესიის  ისტორია _ 20 სექტემბერი,

უცხო ენა _ 22 სექტემბერი,

ჩარიცხვა _ 26 სექტემბერი.

მისამართი: საქართველო, თბილისი, სიონის ქ. 13/40.

ვებ-გვერდი: www.tsas.ge

დამატებითი ცნობებისთვის დაგვიკავშირდით: ტელ. 555 18 16 11; 551 29 72 77; 551 20 22 04.

 

დოქტორანტობის კანდიდატის განცხადების ფორმა

June 21, 2017

0 Responses on სასულიერო აკადემია და სემინარია 2017_2018 წლისთვის აცხადებს მიღებას სადოქტორო საგანმანათლებლო პროგრამებზე"

Leave a Message

Your email address will not be published. Required fields are marked *

You may use these HTML tags and attributes: <a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <strike> <strong>