წმინდა ნინოს დღესასწაული

არსებობენ წმინდანები, რომელნიც თავიანთი ღვაწლის გამო განსაკუთრებით ახლობელნი არიან ჩვენი ხალხისათვის, და მათი ხსენება ქართულმა მართლმადიდებელმა ეკლესიამ წელიწადში ორჯერ დააწესა.
ამ წმინდანთა რიცხვს მიეკუთვნება წმინდა ნინო – ქართველთა განმანათლებელი.
1 ივნისს ზეიმით აღვნიშნავთ წმინდა ნინოს ქართლში შემოსვლას.როგორც წესი, ამ დღეს ხალხს საშუალება ეძლევა, ემთხვიოს სიონის საკათედრო ტაძრის ერთ-ერთ მთავარ სიწმინდეს – წმინდა ნინოს ჯვარს.
1 ივნისს სიონის საკათედრო ტაძარში თავად მისმა უწმინდესობამ,საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა,ილია მე-2-მ ჩაატარა წირვა,სიონის სამღვდელოებასთან ერთად. წირვის დასასრულს მან წმინდა ნინოს ღვაწლის შესახებ იქადაგა.
წმინდა ნინოს ხსენების დღეს სიონისაკენ მიმავალი ხალხის ნაკადი საღამომდე არ წყდება, ყველას სურვილი აქვს, კიდევ ერთხელ მოიყარონ მუხლი ვაზის ჯვრის წინაშე და წმინდა ნინოს შეავედრონ ჩვენი ეკლესიის, ერის მტკიცე სარწმუნოება და სიწმინდე.

წმინდა ნინოს ტროპარი:
სიტყვისა ღმრთისა მსახურთა თანამოსაგრეო და ანდრიას ქადაგებათა წარმართებაო, ქართველთა განმანათლებელო და სულისა წმინდისა ქნარო ნინო, ევედრე ქრისტესა ღმერთსა შეწყალებად სულთა ჩვენთათვის.

June 1, 2017

0 Responses on წმინდა ნინოს დღესასწაული"

Leave a Message

Your email address will not be published. Required fields are marked *

You may use these HTML tags and attributes: <a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <strike> <strong>