2017 წლის სადისერტაციო საბჭოს სხდომა

2017 წლის 5 მაისს გაიმართა თბილისის სასულიერო აკადემიისა და სემინარიის თეოლოგიის სადისერტაციო საბჭოს სხდომა. სხდომას თავმჯდომარეობდა  სადისერტაციო საბჭოს თანათავმჯდომარე,  თეოლოგიისა და  ფილოლოგიის დოქტორი, პროფესორი,  პროტოპრესვიტერი გიორგი ზვიადაძე.

დღის წესრიგი:

  1. დოქტორანტ ირაკლი ორჟონიას სადისერტაციო ნაშრომის თემის – „ეკლესიის მამათა ჰექსემერონული კომენტარების თეოლოგიური ანალიზი“ – შემფასებლების (რეცენზენტების) დამტკიცება.

მომხსენებელი: დოქტორანტურის ხელმძღვანელი, ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი,   პროფესორი ელდარ ბუბულაშვილი.

 

სხდომას ესწრებოდნენ:

_ თეოლოგიისა და ფილოლოგიის დოქტორი, პროფესორი, პროტოპრესვიტერი გიორგი ზვიადაძე (სხდომის თავმჯდომარე);

_ მანგლისისა და თეთრიწყაროს მიტროპოლიტი, ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი ანანია (ჯაფარიძე);

_ თეოლოგიისა და ფილოლოგიის დოქტორი, პროფესორი, დეკანოზი ბიძინა გუნია

(სადისერტაციო საბჭოს მდივანი);

_  თეოლოგიის დოქტორი, პროფესორი, დეკანოზი მაქსიმე ჭანტურია;

_ თეოლოგიისა და ისტორიის დოქტორი,  პროფესორი, დეკანოზი გიორგი გუგუშვილი;

_ თეოლოგიისა და ფილოლოგიის დოქტორი, პროფესორი, დეკანოზი მიქაელ გალდავა;

_ თეოლოგიის დოქტორი,  პროფესორი, დეკანოზი მიქაელ ბოტკოველი;

_  თეოლოგიის დოქტორი, პროფესორი, არქიდიაკონი დემეტრე (დავითაშვილი);

_ ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი, თეოლოგიის დოქტორი, პროფესორი ედიშერ ჭელიძე;

_ ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი, თეოლოგიის დოქტორი, პროფესორი სერგო ვარდოსანიძე;

_ თეოლოგიის დოქტორი, პროფესორი  გიორგი ანდრიაძე;

_ დოქტორანტურის ხელმძღვანელი, ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი

ელდარ ბუბულაშვილი;

_ დოქტორანტურის  სამეცნიერო  პროცესის კოორდინატორი, ფილოსოფიის დოქტორი  ელენე    შუბლაძე (დოქტორანტურის თანამშრომელი, სტუმრის სტატუსით).

 

   მოისმინეს: 1. დოქტორანტ ირაკლი ორჟონიას სადისერტაციო თემის შემფასებლების (რეცენზენტების) დამტკიცების შესახებ პროფესორ ელდარ ბუბულაშვილის განცხადება.

პროფესორმა ელდარ ბუბულაშვილმა სადისერტაციო საბჭოს წევრებს მოახსენა, რომ დისერტანტ ირაკლი ორჟონიას თემის სარეცენზიოდ საჭიროა, დამტკიცდეს ორი შემფასებელი  (რეცენზენტი). მათგან ერთ-ერთი უნდა იყოს სადისერტაციო საბჭოს წევრი, მეორე კი – გარედან მოწვეული. შემფასებლების (რეცენზენტების) დამტკიცების შემდეგ მათ გაეგზავნებათ დისერტანტ ირაკლი  ორჟონიას სადისერტაციო თემა, რომლის შესახებაც დასკვნა უნდა დაიწეროს ერთი თვის განმავლობაში. შემფასებლებს (რეცენზენტებს) მოეთხოვებათ წარმოადგინონ იმ გამოქვეყნებული შრომების სია, რომლებიც ეხება სარეცენზიო ნაშრომის თემას.

 

აზრი გამოთქვეს: დეკანოზმა მიქაელ ბოტკოველმა, რომელსაც პატრისტიკისა და დოგმატიკის კათედრის გადაწყვეტილებით წარმოდგენილი შრომა გადაეცა შეფასებისათვის, აღნიშნა, რომ თანამედროვე ქართულ ენაზე დისერტანტ ირაკლი ორჟონიას სადისერტაციო ნაშრომის დონის ნამუშევარს იგი არ იცნობს. დისერტანტი ღრმად ჩასწვდა თეოლოგიის სხვადასხვა სფეროს. ნაშრომი ძალიან გულდასმით არის შესრულებული და უმაღლეს შეფასებას იმსახურებს.

მიტროპოლიტმა ანანიამ  (ჯაფარიძე) აღნიშნა, რომ ირაკლი ორჟონიას სადისერტაციო თემა არის ის ნაყოფი, რაც ჩვენმა უწმინდესმა და უნეტარესმა პატრიარქმა დათესა. ორიათასწლიან  საეკლესიო ისტორიაში ეს არის პირველი დიდი გამარჯვება, ეს არის ის, რასაც ეკლესია ელოდა. ბუნებრივია, რომ ამ წარმატებაში დიდი წვლილი მიუძღვის თბილისის სასულიერო აკადემიისა და სემინარიის დღევანდელ რექტორს, პროტორესვიტერ გიორგი ზვიადაძეს, რომლის ძალისხმევით აკადემიასა და სემინარიაში სასწავლო და სამეცნიერო პროცესი მაღალ დონეზე არის აყვანილი.

პროტოპრესვიტერმა გიორგი ზვიადაძემ აღნიშნა, რომ ძალიან დიდი სიფრთხილეა  საჭირო რეცენზენტების შერჩევის დროს. რეცენზენტი უნდა იყოს ღირსეული და თეოლოგიურ საკით-ხებში განსწავლული მეცნიერ-მკვლევარი. ჩვენ უნდა გამოვიჩინოთ პროფესიონალიზმი, ობიე-ქტურობა და პატიოსნება. ეს არის ისტორიული მომენტი. დაცვაზე უნდა მოვიწვიოთ ყველა სასულიერო სასწავლებლის რექტორი და სამეცნიერო წრის წარმომადგენლები.

სადისერტაციო საბჭოს წევრმა, პროფესორმა გიორგი ანდრიაძემ გამოთქვა აზრი, რომ თბილისის სასულიერო აკადემიასა და სემინარიაში მართლმადიდებლური ქრისტიანული თეოლოგიის სწავლება იმდენად მაღალ დონეზე ავიდა, რომ საჭიროა მისი საერთაშორისო ასპარეზზე წარმოჩენა.

სხდომის თავმჯდომარემ, პროტოპრესვიტერმა გიორგი ზვიადაძემ გამოთქვა აზრი, რომ დისერტაციის დაცვის დროს დამსწრეთა შორის უნდა მოვიწვიოთ მართლმადიდებლური ქრის-ტიანული ეკლესიის წარმომადგენლები, რომლებმაც მონაწილეობა მიიღეს 2013 წლის  14 იანვარს ერთჯერადად გამართულ სადისერტაციო საბჭოს მუშაობაში, რომელზეც თბილისის სასულიერო აკადემიისა და  სემინარიის 10 მეცნიერს მიენიჭა თეოლოგიის დოქტორის წოდება. პროტოპრესვიტერ გიორგი ზვიადაძის ეს მოსაზრება მოწონებულ იქნა.

პროტოპრესვიტერმა გიორგი ზვიადაძემ ასევე აღნიშნა, რომ თბილისის სასულიერო აკადემიისა და სემინარიის თეოლოგიის სადისერტაციო საბჭოს დაფუძნება არის უდიდესი დამსახურება სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია მეორისა და მისი უდიდესი საერთაშორისო ავტორიტეტისა. 2013 წლის 14 იანვარს საპატრიარქოში ერთჯერადად გამართულ სადისერტაციო საბჭოს ხელმძღვანელობდა უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორე, საბჭოს მდივანი კი გახლდათ მიტროპოლიტი ანანია (ჯაფარიძე). ამ საბჭოზე, როგორც აღვნიშნეთ,  მოწვეულნი იყვნენ თეოლოგიის ხარისხის მქონე მაღალი რანგის სასულიერო პირები მართლმადიდებლური ქრისტიანული ეკლესიის სხვადასხვა საპატრიარქოდან. ყველას ესმის, თუ რაოდენ მნიშვნელოვანია სადისერტაციო საბჭოს დაფუძნება, რის შედეგადაც შესაძლებელი გახდა საქართველოში თეოლოგიაში  ხარისხების  დაცვა.

პროტოპრესვიტერმა გიორგი ზვიადაძემ უდიდესი მადლობა გადაუხადა სადისერტაციო საბჭოს ყველა წევრს მათ მიერ გაწეული შრომისათვის და წარმატება უსურვა სამეცნიერო საქმიანობაში.

პროფესორმა ედიშერ ჭელიძემ სადისერტაციო საბჭოს წევრებს ირაკლი ორჟონიას სადისერტაციო ნაშრომის შემფასებლად (რეცენზენტად) წარუდგინა რუსთავის მიტროპოლიტი, თეოლოგიის დოქტორი, გელათის მეცნიერებათა აკადემიის პრეზიდენტი, პროფესორი იოანე (გამრეკელი).

მეორე რეცენზენტად დასახელდა თეოლოგიის დოქტორის, პროფესორ თეიმურაზ ბუაძის კანდიდატურა.

დაადგინეს: სადისერტაციო საბჭომ იმსჯელა აღნიშნულ საკითხებთან დაკავშირებით და დაადგინა, რომ დისერტანტ ირაკლი ორჟონიას სადისერტაციო ნაშრომის „ეკლესიის მამათა ჰექსემერონული კომენტარების თეოლოგიური ანალიზი“ შემფასებლებად (რეცენზენტებად) დამტკიცდეს რუსთავის მიტროპოლიტი, თეოლოგიის დოქტორი, გელათის მეცნიერებათა აკადემიის პრეზიდენტი, პროფესორი იოანე (გამრეკელი) და თეოლოგიის დოქტორი,  პროფესორი თეიმურაზ ბუაძე.

 

 

 

May 17, 2017

0 Responses on 2017 წლის სადისერტაციო საბჭოს სხდომა"

Leave a Message

Your email address will not be published. Required fields are marked *

You may use these HTML tags and attributes: <a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <strike> <strong>