გილოცავთ ხარებას

დღეს ხარებაა, ერთი ათორმეტ უდიდეს დღესასწაულთაგანი. ხარება გაზაფხულის დღესასწაულია, სიხარულის, გამარჯვების, ზეიმის მომნიჭებელი. შეიძლება ითქვას, კაცობრიობისათვის ხარება დასაწყისია ახალი ეპოქისა, ახალი აღთქმის ეპოქის დასაბამია. დღეს მხოლოდ შვება და სიხარულია ცათა შინა და ქვეყანასა ზედა. დღეს ქალწულ მარიამს მოიკითხავს მთავარანგელოზი გაბრიელი და მის ბაგეთაგან უდიდესი – ღვთის განკაცების – საიდუმლო ეუწყება მას: “ღმრთისმშობელო ქალწულო, გიხაროდენ, მიმადლებულო მარიამ, უფალი შენ თანა! კურთხეულ ხარ შენ დედათა შორის, და კურთხეულ არს ნაყოფი მუცლისა შენისა!”

დღეს მუცლად იღო უბიწო ქალწულმა, დღეს კაცობრიობის გამოხსნის შესახებ უფლის აღთქმის დასაწყისია. სულ მალე შეიმუსრება ბჭენი ჯოჯოხეთისა, სულ მალე იხარებენ მარად მწუხარების ბნელში მსხდომნი დასაბამითგან შობილნი, და მათ შორის კაცთა პირველი დედა და მამა – ევა და ადამი, რომელთაც “უჟამოდ ჭამეს ხილი იგი, რომელ არღა მწიფე იყო.” დღეს მთელი სამყარო ხარობს, ხარობს დიდი და მცირე, ერი და ბერი!
თბილისის სასულიერო სემინარია და აკადემია ყველას ულოცავს ამ ბრწყინვალე, სიხარულის დღესასწაულს, ერთობით ვადიდოთ უფალი!

ტროპარი: დღეს ცხორებისა ჩუენისა თავი არს და საუკუნითგან დაფარულისა მის საიდუმლოსა გამოცხადება. რამეთუ ძე ღმრთისა ძედ ქალწულისა იწოდების და გაბრიელ ახარებს მადლსა მას, რომელსა ჩუენცა ხმამაღლად უღაღადებთ: გიხაროდენ მიმადლებულო, უფალი შენ თანა!

კონდაკი: ზესთა მბრძოლისა ჩემისათვის და Mმოღვაწისა უძლეველისა, ვითარცა შენ მიერ ხსნილნი განსაცდელთაგან, სამადლობელსა შევსწირავთ ღმრთისმშობელო ქალწულო, შენდა მომართ მონანი შენნი. არამედ ვითარცა გაქვს ძლიერება უბრძოლველი, ყოველთაგან ვნებათა განმათავისუფლე ჩვენ, რათა გიგალობდეთ შენ, კურთხეულო, გიხაროდენ სძალო უსძლოო!

April 7, 2017

0 Responses on გილოცავთ ხარებას"

Leave a Message

Your email address will not be published. Required fields are marked *

You may use these HTML tags and attributes: <a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <strike> <strong>